რა არის SEO & GEO?
SEO თანმიმდევრული საქმეა: ჯერ ტექნიკური საფუძველი სწორდება, შემდეგ იქმნება კონტენტი, რომელიც ადამიანების რეალურ კითხვებს პასუხობს, ბოლოს კი ავტორიტეტი გროვდება. თანმიმდევრობის დარღვევა დახარჯული შრომის უკუგებას ამცირებს.
ამას GEO დაემატა: მომხმარებლების ნაწილი კითხვას საძიებო ველში კი აღარ წერს, არამედ პირდაპირ AI ხელსაწყოებს უსვამს. იქ წყაროდ მითითება მოითხოვს, რომ ინფორმაცია კონტექსტიდან ამოღებულიც გასაგები იყოს.
რა შედის?
- ტექნიკური აუდიტი: სათაურების სტრუქტურა, canonical, sitemap, სიჩქარე, მობილური თავსებადობა
- საკვანძო სიტყვების და კითხვების კვლევა
- კონტენტის გეგმა და სტატიების შექმნა
- შიდა ბმულების სტრუქტურა
- სტრუქტურირებული მონაცემები (Organization, Article, FAQ, Breadcrumb)
- GEO რედაქტირება: კითხვის ფორმის სათაურები, პირდაპირი პასუხები, llms.txt
- ყოველთვიური ანგარიშგება და შემდეგი პერიოდის გეგმა
როგორ ვმუშაობთ?
- 01
აუდიტი
იზომება არსებული მდგომარეობა; ტექნიკური ხარვეზები და კონტენტის სიცარიელეები ჩამოიწერება.
- 02
პრიორიტეტების რიგი
ყველაზე სწრაფი სარგებლის მომტანი პუნქტები წინ გადმოდის.
- 03
ტექნიკური შესწორებები
კონტენტზე მუშაობამდე საფუძველი მყარდება.
- 04
კონტენტის შექმნა
შემოსული კითხვებიდან შედგენილი თემების სიით რეგულარული პუბლიკაცია.
- 05
გაზომვა
Search Console-ის მონაცემებით კონტროლდება, რომელი გვერდი რომელ მოთხოვნაზე წინაურდება.
რა განსაზღვრავს ფასს?
რადგან ყოველი პროექტი განსხვავებულია, ერთიან ფასს არ ვასახელებთ. შეთავაზებას შემდეგი პუნქტები განსაზღვრავს:
- საიტის არსებული ტექნიკური მდგომარეობა
- ყოველთვიურად შესაქმნელი კონტენტის მოცულობა
- კონკურენციის ინტენსივობა
- ვინ დაწერს კონტენტს
- ანგარიშგების სიხშირე
